-
მოდელები
-
პეჟო სერვისი
-
პეჟოს შესახებ
- ბიზნესი
თავისი საკვანძო გამოგონებებითა და უთვალავი წარმატებებით, PEUGEOT-მა დაწერა ერთ-ერთი ულამაზესი გვერდი ავტომობილების ისტორიაში და 21-ე საუკუნის ახალი გამოწვევებით, PEUGEOT-ის თავგადასავალი გრძელდება:
1810 წელს ჟან-ფრედერიკმა და ჟან-პიერ II პეჟომ საოჯახო ბიზნესი დააარსეს ჰერიმონკურის (დაუბს) კომუნაში "სოუს-კრატეში", როდესაც საოჯახო ჰიდრავლიკური ქარხანა გადაკეთდა ფოლადის ქარხანად. ოჯახი მოღვაწეობდა სხვადასხვა ინდუსტრიაში, მაგრამ თითოეული დაფუძნებული იყო ფოლადზე (იარაღები, ზამბარები, ქოლგის კონსტრუქციები, კორსეტის კონსტუქციები, ყავის საფქვავი, საათის ნაწილები, ველოსიპედები და ა.შ.)
პირველი Peugeot ავტომობილი 1889 წელს გამოჩნდა. Serpollet-Peugeot იყო ორთქლზე მომუშავე სამბორბლიანი ავტომობილი, რომელიც წარმოებული იყო Leon Serpollet-თან თანამშრომლობით.
203 იყო პირველი ავტომობილი რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ დამზადდა. ის ასევე იყო პირველი unibody ავტომობილი ნახევარსფერული ცილინდრის თავით და V- ფორმის სარქველებით - 203 გახდა პირველი PEUGEOT რომლის ნახევარ მილიონზე მეტი მოდელი იყო წარმოებული.
404 შეიქმნა Pininfarinaს დიზაინით. კუთხოვანი ხაზებითა და მინის ვრცელი, მოდერნული და ელეგანტური დიზაინით, ავტომობილი გამოირჩეოდა 1950-იან წლებში წარმოებული ყველა ავტომობილისგან. 1961 წელს 404 აღჭურვილი იყო პირველი პირდაპირი შეფრქვევის ძრავით.
504, რომელიც 1969 წელს გამოცხადდა ევროპის წლის ავტომობილად, იყო PEUGEOT-ის ყველაზე ხანგრძლივად გამოშვებადი მოდელი (2006 წლამდე გამოშვებული ავტომობილების რაოდენობა: 3,700,000). საშუალო კლასის მომხმარებლებზე გათვლილმა ამ ავტომობილმა გამძლეობის მაღალი შეფასება დაიმსახურა აფრიკასა და სამხრეთ ამერიკაში.
სლოგანი "სრულიად PEUGEOT 3.58 მეტრში" ხაზს უსვამს, რომ 104 არის მსოფლიოში ყველაზე პატარა ოთხკარიანი მანქანა.
მისი სტილისა და ქარიზმის წყალობით, 604 მიიღეს ევროპის უმაღლესი რანგის საჯარო მოხელეებმა. 604 ასევე აღჭურვილი იყო ევროპაში პირველი კომერციული ტურბოდიზელის ძრავით.
სიცოცხლის გადამრჩენი წარმატება PEUGEOT-ისთვის. ბრენდი ორგზის მსოფლიო ჩემპიონია რალიში და ორჯერ მოიგო პარიზი-დაკარი. ის გახდა ყველაზე გაყიდვადი ფრანგული ბრენდი საფრანგეთში და ყველაზე ხშირად ექსპორტირებული ფრანგული ავტომობილი.
1988 წელს, მეორედ თავის ისტორიაში, Peugeot-მა მოიპოვა ევროპის წლის ავტომობილის ჯილდო თავისი ახალი საოჯახო ავტომობილით, 405.
დიზაინი, რომელმაც დროს გაუძლო - ავტომობილი იქცა კოლექციონერების ოცნებად, ეს იყო პირველი კუპე, რომელიც დიზელის ძრავით გამოვიდა (2001).
სამგზის მსოფლიო ჩემპიონი. 2000 წლის CC ვერსიით განახლდა კაბრიოლეტი კუპე, რომელიც Peugeot-მა პირველად 1934 წელს გამოუშვა.
58 ევროპელმა ჟურნალისტმა PEUGEOT 3008 2017 წლის ავტომობილად აირჩია - სტილით, ინტერიერის დიზაინითა და მახასიათებლებით. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ეს პრიზი SUV-ს ერგო. პრიზის დაწესების, 1964 წლის შემდეგ პეჟო მეხუთედ დასახელდა წლის ავტომობილად - 308 2014 წელ, 307 2002 წელს, 405 1998 წელს და 504 1969 წელს.
PEUGEOT PARTNER დასახელდა "წლის საერთაშორისო ფურგონად" 2019 წელს, ეს წოდება მეხუთედ გადაეცა Peugeot ავტომობილს, პრიზის დაწესების, 1992 წლის შემდეგ. ავტომობილი გამოირჩეოდა ორი მნიშვნელოვანი ინოვაციით: უსაფრთხოდ დატვირთვის შესაძლებლობება და Surround Rear Vision ტექნოლოგია, რომელიც იყენებს კამერებს ბრმა წერტილებისთვის. თავის კატეგორიაში ასევე გამორჩეულია Peugeot i-Cockpit® სალონი, რაც აუმჯობესებს მართვის გამოცდილებას და ზრდის პროდუქტიულობას. 1992 წელს დაარსებული „წლის ფურგონის ჯილდო“ 25 ევროპელი, დამოუკიდებელი ჟურნალისტისა და ჟურნალის რედაქტორისაგან, რომლებსაც აქვთ გამოცდილება მსუბუქი კომერციული მანქანების სფეროში.
ჟიურიმ განსაკუთრებით მოიწონა ძრავის დიაპაზონი, რომელიც მომხმარებელს აძლევს არჩევანის თავისუფლებას - ელექტრო, ბენზინსა და დიზელს შორის. ასევე დადებითად შეფასდა PEUGEOT 208-ის თამამი დიზაინი და ტექნოლოგია. ეს იყო მეექვსე PEUGEOT რომელიც დასახელდა წლის ავტომობილად. ექვსი ტიტულით, Peugeot იყო ერთ-ერთი იმ სამ ბრენდს შორის, რომელმაც ყველაზე მეტჯერ მიიღო წლის საუკეთესო ავტომობილის ჯილდო. ეს პრესტიჟული ჯილდო ერთერთია იმ თორმეტ სხვა საერთაშორისო ჯილდოს შორის რომელიც Peugeot 208-მ მიიღო.
308, ბრენდის ახალი ლოგოთი, შთაბეჭდილებას ახდენს თავისი მკვეთრი დიზაინით, მოწინავე ტექნოლოგიითა და ეფექტურობით.ავტომობილი მძღოლებს არჩევანი საშუალებას აძლევს ელექტრიფიცირებულ და შიდა წვის ძრავებს შორის.